იტერნეტგვერდმა "ვიკილიქსმა" დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო წერილების ახალი პორცია გამოაქვეყნა. ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც ლონდონში აღნიშნული ინტერნეტგვერდის დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი დააპატიმრეს. მას გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
დღეს კი "ვიკილიქსის" გვერდზე 97 ახალი დოკუმენტი გაჩნდა, რომელიც მადრიდში აშშ-ს საელჩოს და რიო დე ჟანეიროში ამერიკის საკონსულოს მუშაობას ეხება.
აღსანიშნავია რომ "ვიკილიქსმა" უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ რომ იგი გააგრძელებს მის ხელთ არსებული დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომელთა საერთო რაოდენობა 251 ათას 287-ია. მათივე გათვლებით, ამ დოკუმენტების სრულად გამოქვეყნებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
სულ "ვიკლიქსის" მიერ ამ დროისათვის გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან 15 652-ს გრიფით "საიდუმლო" ედო, 101 788-ს გრიფით "კონფედენციალური" ინფორმაცია ეწერა.