იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მამის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი.
2010 წლის 3 დეკემბერს ნასვამ მდგომარეობაში ოჯახში დაბრუნებული გევორქ კარაპეტიანი, ქალიშვილის შენიშვნაზე, რომ სამზარეულოში არ მოეწია სიგარეტი, გაბრაზდა და იქვე მყოფ მეუღლეს ვართუშ კარაპეტიანს და შვილს თამარ კარაპეტიანს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მშობლებს შორის წარმოქმნილი დავის გამო, ოთახში მყოფმა არასრულწლოვანმა, დანის გამოყენებით, რამდენჯერმე მუცლის ღრუში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა მამას, გევორქ კარაპეტიანს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამოეღებულია მკვლელობის იარაღი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით.