რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის დაბადების დღის მე-80 წლისთავის აღსანიშნავად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფს ეკატერინბურგის გუბერნატორი ალექსანდრე მიშარინი უხელმძღვანელებს.
გუბერნატორი პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო წელს აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოლქში მრავალი ღონისძიებების ჩატარება იგეგმება. საზეიმოდ იქნება აღნიშნული ასევე ელცინის რუსეთის პრეზიდენტად არჩევის 20 წლისთავიც.
მიშარინის განცხადებით, საზეიმო ღონისძიებები 2011 წლის 1 თებერვლიდან ეკატერინბურგსა და კალისცკის საქალაქო ოლქში გაიმართება. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი სამინისტროები და უწყებები, ელცინის ფონდი და ურალის ფედერალური უნივერსიტეტი, რომელიც რუსეთის პირველი პრეზიდენტის სახელს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ ბორის ელცინი ტალიცკის რაიონის სოფელ ბუტკაში 1 თებერვალს დაიბადა. რუსეთის პრეზიდენტად იგი 1991 წელს აირჩიეს. ბორის ელცინი მოსკოვში 2007 წლის აპრილში გარდაიცვალა.