საახალწლო დღესასწაულები ე. წ. სამხრეთ ოსეთში სროლის გარეშე ჩაივლის. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, განკარგულება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ სპეციალურად გამართულ თათბირზე გასცა.
"ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან დაკავშირებით ძალოვანმა სტრუქტურებმა მუშაობა უნდა გააძლიერონ. უნდა ჩატარდეს სპეციალური ახსნა-განმარტებითი საუბრები მოსახლეობასთან. უნდა აღმოვფხვრათ ეს მანკიერი ტრადიცია - საახალწლო ღამეს სროლა ", _ განაცხადა კოკოითიმ.