ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელორუსი ხალხის პრობლემებს არც მოსკოვი, არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი არ გადაწყვეტს. ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში, ბელორუსთა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე გამოსვლისას განაცხადა.
მან თანამოქალაქეებს რუსეთზე დამოკიდებული "ლაქიის ფსიქოლოგიისგან" გათავისუფლებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ისინი "სხვაზე დამოკიდებულნი არ უნდა იყვნენ".
"ბელორუსელთა ნაცვლად, ჩვენს პრობლემებსა და ამოცანებს არც მოსკოვი, არც ვაშინგტონი, არც ბრიუსელი არ გადაწყვეტს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული და დავაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები. ბელორუსმა დაამტკიცა, რომ შეუძლია მდგრად განვითარებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას თვით ყველაზე მკაცრ საგარეო პირობებშიც კი მიაღწიოს", - განმარტა ლუკაშენკომ.
პრეზიდენტის თქმით, "ყველა მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ბელორუსმა მოახერხა არ დაღუპულიყო ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა".