მიუხედავად დასავლეთის გულგრილი და დამოკიდებულებისა აფხაზეთის მიმართ, ინტერესი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ მაინც იზრდება. დარწმუნებულია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია. ეს განცხადება ღვინჯიამ, აფხაზური მხარის ინფორმაციით ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა სადაც ორ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
"ყველა ის ადამიანები ვისაც ვხვდებოდი აცხადებდნენ, რომ მათ ცოტა იციან აფხაზეთის შესახებ, მე კი ვეუბნებოდი, რომ ეს მათი ბრალია და ევროპა თავად იზღუდავს თავს აფხაზეთისგან. თუმცა ყოველივე ეს დროებითია", _ აცხადებს ღვინჯია და დასძენს, რომ აფხაზეთის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა დასავლელ ექსპერტებთან გამართული შეხვედრებში, ვინაიდან ეს არის საშუალება მათ უკეთ გააცნონ თავიანთი პოზიცია.
ამას გარდა, აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ბრიუსელში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს ნატოში დიმიტრი როგოზინს შეხვდა. შეხვედრაზე, მათი ინფორმაციით, იყო საუბარი იმაზე, რომ არ შეიძლება დაუშვან ის, რომ "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად იწოდებოდნენ".
აფხაზური მხარის ინფორმაციით, მაქსიმ ღვინჯიამ მიიღო მონაწილეობა ორ კონფერენციაში სახელწოდებით: "რუსეთი-ევროკავშირი" და "ჩერქეზები ინტეგრაციასა და ასიმილაცია შორის. დემოკრატიზაციის პროცესი თურქეთში და ევროპელი ჩერქეზების თვალსაზრისი".
მასალის გამოყენების პირობები