რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს პიერ მორელს (ევროკავშირი) ანტი ტურუნენს (გაერო) და ბულატ ნურგალიევს (ეუთო) შეხვდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან არსებულ მდგომარეობასა და ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი, 14-ე რაუნდის მოსამზადებელ სამუშაოებსაც შეეხო, რომელიც მიმდინარე წლის 16 დეკემბერსაა დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები