ნატო და რუსეთი არ არიან მოწინააღმდეგეები, მაგრამ ალიანსი ვალდებულია და ყოველთვის მზადაა თავისი წევრი-სახელმწიფოები დაიცვას, მათ შორის ბალტიის ქვეყნები. ინფორმაციას ამის შესახებ "AFP"-ი ალიანსის ხელმძღვანელობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნატოს ხელმძღვანელობის განცხადებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბრიტანული გაზეთის " Guardian "-ის ინტერნეტ-გვერდზე ამერიკელი დიპლომატების მიმოწერა გაჩნდა, რომელიც " WikiLeaks ს"-ის მიერ იყო გამოქვეყნებული.
მათში, ნათქვამია, რომ ნატომ მიმდინარე წლის დასაწყისში პოლონეთის სამხედრო დაცვის გეგმაში განსაკუთრებული მდგომარეობის გამო ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ჩართო. " WikiLeaks "-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამი იყო, რომ 2010 წელს აშშ-მ და ნატომ შეიმუშავეს სპეციალური გეგმა, რომელიც რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვას გულისხმობს.