სანკტ-პეტერბურგში, პუშკინის დასახლებაში განთავსებული კომუნისტთა ბელადის, ლენინის მონუმენტი ააფეთქეს.
ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. აფეთქების შედეგად მონუმენტის ახლომდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები ჩაიმსხვრა, ძეგლი კი, მხოლოდ უმნიშვნელოდ დაზიანდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პუშკინოში ლენინის ძეგლზე განხორციელებული მეორე თავდასხმაა. გასულ წელს მომხდარი აფეთქების შედეგად ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც მას რესტავრაცია ერთი წელი უტარდებოდა.