საქართველოს შსს-მ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტების სერიის ორგანიზებაში ორ ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხდა.
შსს-ის ინფორმაციით, იძებნებიან _ მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოია~ (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი და მუხრან გიორგის ძე ცხადაია (დაბ. 1962 წ.) - აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი, (2003 წლიდან იძებნება ადამიანის გატაცებისათვის).
სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილზები ამჟამად ოკუპირებულ გალის რაიონში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილ პირთა ვინაობა დაადგინა, რის შედეგადაც 4 დეკემბერს დაკავვეწს 6 პირი _ გოგიტა რევაზის ძე არქანია (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე; ჯონი მურადის ძე აბულაძე (დაბ. 1982 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; მარიამ მურმანის ას ნიკოლავა (დაბ. 1977 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა (დაბ. 1985 წ.) - თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას; გოდერძი რევაზის ძე არქანია (დაბ. 1978 წ.) - თანამონაწილე; ლელა მალხაზის ას ხურცილავა (დაბ. 1983 წ.) - თანამონაწილე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გოგიტა არქანიამ და ძებნილმა მერაბ ყოლბაიამ განახორციელეს: 2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე 'ლეიბორისტული პარტიის~ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი. 2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან; 2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება ქ. თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს; 2010 წლის 21 ოქტომბერს ორი აფეთქება ქ. თბილისის რკინიგზის სადგურთან; 2010 წლის 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არქანიასა და ყოლბაიას თანამზრახველის ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა: 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში _ ტყვიის გულები. სულ ამოღებულია 10 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.