ისრაელში რუსთაველის სახელობის ტყე გაშენდება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ქართული ფრთის ინიციატივით, ქართულმა კომპანიებმა ისრაელში გადამწვარი ტყის გაშენებისთის თანხა შეაგროვეს.
საქართველოს სახელით ხაიფას მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 ათას კვადრატულ მეტრზე, კავკასიური ჯიშის ნაძვი დაირგვება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესპალატის ქართული მხარის წარმომადგენელი ია ჩანტლაძე დღეს ისრაელში გაემგზავრა.