მე-14 დღეა თბილისში 31 წლის მამაკაცს ეძებენ.
დავით ქაჯაია სახლიდან 24 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. გამორთულია მისი მობილური ტელეფონიც.
დაკარგულის კვალი ბარათაშვილის ხიდზე წყდება, სადაც სამართალდამცველებმა ქაჯაიას ქურთუკი აღმოაჩინეს.
ოჯახი ყველა კომპეტენტურ უწყებას გაუჩინარებულის ძებნაში დახმარებას თხოვს.