კატია ზატულივეტერი აპელაციას ამზადებს, რითაც რუსეთში მის შესაძლო დეპორტაციას გააპროტესტებს. შესაბამისი განცხადება დაკავებულმა "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
კატია ზატულივეტერის მტკიცებით, მისთვის დაკავების მიზეზები არავის განუმარტავს და ინფორმაცია, თითქოს ის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა სიმართლეს არ შეესაბამება.
25 წლის რუსი აგენტი ბრიტანეთში 5 დეკემბერს აიყვანეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ბრიტანეთის პარლამეტში დეპუტატ მაიკ ჰენკოკის თანაშემწედ მუშაობდა.
ზატულივეტერის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირს ბრიტანელი დეპუტატიც უარყოფს.