საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზაზა გოგავა ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს.
გოგავას სამუშაო ვიზიტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით ხორციელდება. მის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა პირველი შეხვედრა უკვე გამართა. გოგავა აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის უწყებებს სტუმრობდა და მათ პირველ პირებს შეხვდა.
გარდა ამისა, ქართველი გენერალი ორ დღეში აშშ-მექსიკის საზღვართან არსებულ ქალაქ ელპასოში ჩავა და აშშ-ის საზაღვრო პატრულის მუშაობას ადგილზე გაეცნობა.
"ჩვენ პრაქტიკულად ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ქვეყნების სასაზღვრო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას და ტრეინინგების წარმოებას ითვალისწინებს", - აცხადებს გოგავა.