დღეს, 7 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირი-რუსეთის სამიტი გაიმართება. სამიტს რუსული მხრიდან პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე ასტანაში გამართული ეუთოს სამიტის შედეგები შეჯამდება. გარდა ამისა, აქცენტები გაკეთდება გაყინულ კონფლიქტებსა და რუსეთ-ევროკავშირის პარტნიორობის პერსპექტივაზე, ასევე რუსეთის წევრობაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
ევროკავშირი-რუსეთის სამიტი ბრიუსელში თბილისის დროით 17:00 საათზეა დაგეგმილი.
დიმიტრი მედვედევი ბელგიის დედაქალაქში უკვე ჩავიდა.