"რიტორიკა ჩვენი თანამებრძოლების ნაწილისგან, მე მომეჩვენა რომ ძალიან აგრესიული იყო, რომელიც არ უხდება შიდა პარტიულ პაექრობას - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარ არხთან", ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას.
მისივე შეფასებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი მექანიზმის დამკვიდრება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შესაძლებლობას მისცემს არჩევნების პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები.
"ძალიან საინტერესო, დაძაბული პერიოდი გველოდება წინ, სადაც მთავარია, რომ ჩვენმა მეგობრებმა უზრუნველყონ სწორი და სამართლიანი მექანიზმის დამკვიდრება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ნაციონალური მოძრაობის ათობით ათას გულშემატკივარს ჩართულები იყვნენ პროცესში. კამპანიის ფარგლებში მე გპირდებით, რომ ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, მე არასდროს არ ვყოფილვარ არაგულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან," - ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ რომ, "ნაციონალური მოძრაობა" შიდა პარტიული არჩევნებისთვის ემზადება. ამ დროის მონაცემებით, თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებენ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე.