თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, საფეხბურთო ჩემპიონატში "ბეშიქთაშისა" და "ბურსას" შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტში ასეულობით ქომაგი მონაწილეობდა. "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებს ბოთლები დაუშინეს.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი არეულობის შედეგად "ბურსას" რამდენიმე გულშემატკივარი დაშავდა. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მატჩის საბოლოო შედეგი გახდა. "ბეშიქთაშმა" "ბურსას" 1:0 მოუგო.