შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერტიული ღონისძიების შედეგად, სოფელ ყარაღაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საქონლის ფერმაში დააკავეს მიმალვაში მყოფი 1985 წ.დ. ილგარ ასან ოღლი ქარიმოვი, რომელმაც სიღნაღის რ-ნის სოფ. ხორნაბუჯში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა 1987 წ.დ. მურად შანშიაშვილი, 1986 წ.დ. ილია პაპუაშვილი და 1974 წ.დ. ვაჟა ნატროშვილი, ხოლო 1984 წ.დ. ნიკოლოზ პაპუაშვილი სხეულზე მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.
ნივთმტკიცება - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ,,აკს" მჭიდით და 16 ვაზნით ამოღებულია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით.