„ეს იმ სურათის გაგრძელება, რასაც წლებია ვხედავთ, ანუ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მტერთანაც შეიძლება ვაჭრობა, აუცილებელი, გარდაუვალი ან ზოგჯერ საჭიროც კი, დამოკიდებული რომ ხარ იმ ქვეყანაზე, რომელსაც უნდა შენი განადგურება და არ ხარ დივერსიფიცირებული, ეს პირდაპირი გზაა შენი სახელმწიფროობის დამხობისკენ“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის 50%-ით ზრდას
„ჩვენ ნანახი გვაქვს უახლოეს წარსულში თუ როგორ იყენებდა რუსეთი ყველა იმ ინსტრუმენტს ჩვენს წინააღმდეგ, რაზეც მასზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა ივანიშვილის რეჟიმი თავისი პოლიტიკის შედეგად დამოკიდებულებას ზრდის და შემდეგ საკუთარივე პოლიტიკის შედეგს გამოიყენებს პროპაგანდისთვის.
ეტყვის ხალხს, რომ აბა რა ვქნათ, გინდათ რომ უმუშევრები დარჩნენ ადამიანები, გინდათ რომ დავზიანდეთ, ანუ თვითონ ქმნის იმ წინაპირობას, რომელსაც გამოიყენებს საქართველოს სახელმწიფროობის დამხობის არგუმენტად რომ რუსეთზე დამოკიდებულები ვართ. ეს არის ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგი“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ