წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვას, ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია ფეისბუქ პოსტით ეხმაურება და ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობს:
"ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით.
ასე ესმით თანამშრომლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან.
ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!
ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო არ გახდება ასეთი - ტერორისტული სახელმწიფო!
წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება - არ იწვება და ვერ განადგურდება!
ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!" წერს ნიკა მელია.
გია ხარჩილავას მანქანა მისივე სახლის წინ, დღეს, 12 ოქტომბერს, გამთენიისას დაწვეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაწმვარი მანქანა კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.