მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
პროცესი რამდენიმე საათში გაიხსნება და მასზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. გორდაძეს ადვოკატი ჯერ არ ჰყავს. მალაიზიელ იურისტებთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორ მოქალაქე ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიელმა სამართალდამცველებმა ოქტომბერში, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული დანაშაული ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება. საქმეში გადამწვეტი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა იქნება, რომელიც ორ თვეში გახდება ცნობილი. ამის შემდეგ დადგინდება, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მალაიზიაში სურათების ნაცვლად ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდათ.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ ნარკოკარტერის სქემას ემსხვერპლნენ.
დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართება.