გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა კახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში დიდი ოდენობით უკანონოდ მოჭრილ ხეებს მიაგნეს.
კანონდარღვევა მორიგი შემოწმების დროს დაფიქსირდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი კახეთში, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს, რაც შეეხება ქვემო ქართლს, აქ ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან.
ორივე რეგიონში ერთად მუხისა და იფნის 180-ზე მეტი ძირი ხეა მოჭრილი. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.