,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სოციალურ ქსელში აქციას ააანონსებს. ნიკა მელია წერს, რომ ნობელის პრემიის ლაურეანტ ამერიკელ ექიმს არ მისცეს საშუალება, მოინახულოს კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი და მას კვლევები ჩაუტაროს.
ოპოზიციონერი ლიდერი საზოგადოებას ხვალ, 11 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
"ნობელის პრემიის ლაურეატ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობს ჯანდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან შესვლისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის უფლებას არ აძლევს. 4 ოქტომბერს, 11:00-ზე ვიკრიბებით ჯანდაცვის სამინისტროსთან-სიცოცხლისთვის! - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.