კახეთში, სოფელ ყარაღაჯის მკვიდრმა სამი თანასოფლელი მოკლა, ერთი კი დაჭრა.
ტრაგედიის მიზეზი ბენზინი გახდა.
იბრაგიმ ახმედოვი სოფელში არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე არასამუშაო საათში მივიდა და მანქანის საწვავით შევსება მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი სადგურის ოპერატორები ავრომატიტად ჩაცხრილა.
24 წლის ალიკა პაპუაშვილი, 23 წლის მურად შანშიშვილი და 41 წლის ვაჟა ნატროშვილი ადგილზე დაიღუპნენ. სადგურის კიდევ ერთი ოპერატორი კი უმძიმესი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დროისთვის გაქცეულია.