ფოთის საზღვაო აკვატორიაში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი "კაზან სიტი" დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მიზეზი გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურება გახდა. ერთობლივი რეიდი გარემოს დაცვის ინსპექციამ და სასაზღვრო პოლიციამ ჩაატარეს.
რუსული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შავ ზღვაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნავთობი ჩაღვარა.
გემი ფოთის ნავსადგომის მეორე მისადგომზეა გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, გემის მფლობელ კომპანიას 70 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.