ჰოდა, არაკაცის არაკაცო! - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მას შემდეგ, რაც კობახიძემ მას "კაცის კაცი" უწოდა და თქვა, რომ მას ყველა სიტყვა შეესაბამება, რომელიც ასო უ-ზე იწყება.
"კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ.
კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა - მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს.
ჰოდა, არაკაცის არაკაცო!
უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას.
დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ", - წერს ნიკა მელია.
"{ნიკა მელია} არის კაცის კაცი, ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე. მანაც ძალიან კარგად იცის, რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად, ასევე, ძალიან ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და მის პოლიტიკურ პარტიას, რომლის ფორმალური თავმჯდომარეც ის არის", – თქვა ირაკლი კობახიძემ.