უცნობმა პირებმა 64 წლის მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა თბილისში, წუხელ მოხდა.
ფირუზ ხუცურაულს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი მე-5 საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცველები უკვე იკვლევენ.