სამართალდამცველებმა სამედიცინო კომპანია "ვიევიტას" ხელმძღვანელი მამუკა ჩიბჩიური დააკავეს.
აღნიშნული ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე ურუშაძემ დაადასტურა.
წინასაწი ინფორმაციით, "ვიევიტას" ხელმძღვანელი პროკურატურის თანამშრომლებმა, დიალეზის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით არსებული გადაცდომების გამო აიყვანეს.
როგორც ცნობილია, "ვიევიტა" დიალეზის სახელმწიფო პროგრამაში იყო ჩართული.
პროკურატურა ჩიბჩიურის დაკავების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.