შესაძლოა, 173-ე სკოლის დირექტორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, _ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრსმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ სკოლაში განათლების სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომლები 173-ე საჯარო სკოლაში უკვე შევიდნენ და დასკვნას სავაურაუდოდ 2-3 კვირაში დადებენ.
"გენინსპექცია დილიდან უკვე არის შესული სკოლაში, სწავლობს სიტუაციას და მათ დასჭირდებათ დაახლოებით 2-3 კვირა, იმისთვის რომ ბოლომდე მიიყვანონ საქმე და გამოაქვეყნონ დასკვნა. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ კონკრეტულ დარღვევებზე, შეიცავს თუ არა ეს დარღვვები სისხლის სამართლის დანაშაულს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ეს დარღვევები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადმინისტრაციის წევრები თანამდებობიდან გათავისუფლებულიყვნენ. ახლა კი ჩვენ ვსაუობრობთ იმაზე, რომ გამოვავლინოთ სისხლის სამართლებრივი დარღვევები", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 173-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ამ სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ჩაშალეს. ისინი ყოფილი დირექტორის მზია გიორგობიანისა და 6 პედაგოგის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.
შაშკინისვე განცხადებით, ნებისმიერი დირექტორი რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებას არ უზრუნველყოფს, მკაცრად დაისჯება.