შსს სასაზღვრო პოლიციის მე-3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის სომხეთის მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი და თან გადაჰქონდა დაახლოებით 200 კილოგრამი კონტრაბანდული საქონელი.
მათივე ინფორმაციით. დაკავებულის განმარტებით, ის სომხეთის მოქალაქე კოსტია სარიბეგიანია.
აღნიშნული პიროვნება შემდგომი რეაგირებისთვის გადაიყვანეს სამმართველოს დისლოკაციის ადგილზე.