გვიან ღამით, მეხუთე საავადმყოფოში დანით დაჭრილი ორი პაციენტი მიიყვანეს. სტაბილური მდგომარეობის გამო ერთ ერთმა პაციენტმა მკურნალობაზე უარი თქვა მეორე კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
თორნიკე მაისაშვილი და დავით აიბინიანი თბილისის მეხუთე საავადმყოფოში მრავლობითი ჭრილობებით წუხელ გვიან ღამით მიიყვანეს. მედიკოსების განცხადებით შემთხვევა სავარაუდოდ ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე მოხდა და ამ დრომდე უცნობმა პიროვნებამ მაისაშვილი და აიბინიანი ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დანით დაჭრა.
პაციენტ თორნიკე მაისაშვილის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო თუმცა ამჟამად უკვე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რაც შეეხება დავით აიბინიანს მან მკურალობაზე უარით თავად განაცხადა და იგი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
მეხუთე საავადმყოფოში ისევე როგორც შემთხვევის ადგილას მუშაობენ სამართალდამცავები. უკვე დაკითხულნი არიან დაზარალებულები და გამოძიება აქტიურად მუშაობს იმის დასადგენად, თუ ვინ დაჭრა ორი ახალგაზრდა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.