ამერიკის საელჩო ცოცხალი თავით არ ემიჯნება ომის რიტორიკას და არეულობას ქვეყანაში - აცხადებს "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გასული დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
დეპუტატი თავს ესხმის სტრატეგიულ პარტნიორს და აცხადებს, რომ "ამერიკის საელჩო ცოცხალი თავით არ ემიჯნება ომის რიტორიკას და არეულობას ქვეყანაში".
"სუბიექტურია ამერიკის საელჩო იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეში ხედავს თავისი გადმოსახედიდან ნაკლს და ნეგატივს, ხოლო რადიკალურ ოპოზიციაში ამას ვერ ხედავს. აქედან გამომდინარეობს ბუნებრივია ეს ლოგიკა. რასაც საქართველოს საზოგადოება ემიჯნება, ეს არის ომის რიტორიკა და არეულობა ქვეყანაში, ამას არ ემიჯნება ცოცხალი თავით ამერიკის საელჩო.
სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი კითხვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის შეთქმულება მისი აზრით. ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში საელჩომ უნდა განსაზღვროს, როგორი იყოს?", - თქვა მაჭარაშვილმა.