"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშს, სადაც მიმოხილულია გასული წლის განმავლობაში, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.
ნიკა მელიას თქმით, "რუსული ოცნება" იქცევა იმის საწინააღმდეგოდ, რასაც პარტნიორები ითხოვენ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად და საზოგადოებას აყენებენ არჩევანის წინაშე - "ბიძინა, ან ევროპა".
"ნათელია რომ ივანიშვილთან ერთად, ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით. დეტალურად წარმოგიდგინეთ ფაქტები რომ რუსული ოცნება განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას. არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს. ეს არის მათი რუსული დავალება და ამიტომაც იქცევიან ასე. ან რას ვითხოვთ მათგან, ვინც უარი თქვა სამშობლოზე და დათანხმდა დავალებაზე, აახდინოს რუსული ოცნება საქართველოში, რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა. ერთი სიტყვით, ადამიანად ყოფნა სადაც უნდათ, რუსული ოცნება არ ახდება და იმპერიის ისეთ ჭაობში არ ამოვყოფთ თავს ბიძინა ივანიშვილო, სადაც თქვენ გსურთ რომ ჭაობში ბაყაყებად ვიქცეთ და მხოლოდ ვიყინოთ. ეს არ მოხდება და ამას ყველა ერთად, არცთუ შორეულ პერსპექტივაში დავინახავთ", - განაცხადა მელიამ.