თბილისის მერიას მწვანე ნარგავების დაზიანებისათვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების უფლება მიენიჭება. შესაბამისი ნორმა ინიცირებულია საქართველოს ადმინისტრაციული ადმნისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტში.
მერიას ჯარიმის დაკისრების უფკლება მიენიჭება ასევე ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოუვლელობის, თვითნებური გაჩეხვის ან-და გადატანისთვის, ასევე თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისა და მიწათსარებლობის უფლების გარეშე მიწის ნაკვეთის სარგებლობისთვის.
მიწის ნაკვეთის უნებართვოთ დაკავება მიწადსარგებლობის უფლების გარეშე მიწის ნაკვეთის სარგებობა გამოწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეოებით დაჯარიმდება 3500 ლარით.
რაც შეეხება დედაქალაქის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებისათვის ზიანის მიყენებას ამ შემთხვევაში ჯარიმა განსაზღვრულია 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვა და მათი განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კანონპროექტის ავტორმა ანდრო ალავიძემ განაცხადა, განხორციელებული ცვლილებებით, შესაძლებელი გახდება, თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება და უფლების გარეშე მიწის ნაკვეთით სარგებლობის აღკვეთა.