შს სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის 27 ნოემბერს სამტრედიის რაიონის საოფელ ღანირში თავისი საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილ იქნა 1951 წელს დაბადებული ნიკოლოზ დომენტის ძე ჯიბაშვილის გვამი, რომელსაც კისრისა და სახის არეში მიყენებული ჰქონდა მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, რის შედეგადაც აღნიშნული პიროვნება ადგილზე გარდაიცვალა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ ცხელკვალზე ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს 1995 წელს დაბადებული არასრულწლოვანი და აღნიშნული დანშაულის თანამონაწილე 1992 წელს დაბადებული შალვა ფარულავა.
არასრულწლოვანმა და შალვა ფარულავამ ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ნიკოლოზ ჯიბაშვილს თავის არეში ჩაარტყეს ქვა, რის შედეგადაც დაკარგა გონება. შემდეგ ნაჯახის გამოყენებით მიაყენეს კისრისა და სახის არეში მრავლობითი ჭრილობა.
დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით.