საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები წარადგინა.
2010 წლის დეკემბრიდან სკოლაში სწავლას შეუდგება 10 მსმენელი: გელა ბადრიაშვილი, ეკატერინე ბიწაძე, ანა გოგიშვილი, არსენ კალატოზიშვილი, მადონა მაისურაძე, გენადი მაკარიძე, გიორგი მიქაუტაძე. დავით ნარიმაშვილი, მარიკა ჩიტაშვილი და თამარ ხაჟომია.
ჩარიცხული ათი მსმენელიდან შვიდი სასამართლოს, ხოლო სამი პროკურატურის თანამშრომელია.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა მსმენელთა მეექვსე ჯგუფის მომზადებას იწყებს. უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების შერჩევის პროცესზე სასამართლო ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მოიწვია.