საქართველოს სასამართლო სისტემას კიდევ ერთი ახალი მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი შეემატა.
ფიცის დადების ცერემონია უზენაეს სასამართლოში გაიმართა.
ცერემონიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახლადდანიშნული მოსამართლეს ქეთევან მესხიშვილს სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობის და პრაქტიკული სამართლებრივი საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.