უზენაეს სასამართლოში წიგნის "ქართული სამართლის ძეგლები" პრეზენტაცია გაიმართა.
წინამდებარე გამოცემაში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 24 სამართლის ძეგლის ნიმუში. მათ შორისაა ქართველი მეფეების ბაგრატ IV-ის, გიორგი III-ის, თამარის, ერეკლე II-ის, სოლომონ II-ის და გიორგი XII-ის ხელმოწერებით დადასტურებული სიგელები. ასევე ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი სამართლის წიგნთა კრებული და დასტურლამალი.
გამოცემის მიზანია, საზოგადოებას წარმოდგენა შეუქმნას შუა საუკუნეების ქართულ სამართალსა და მართლმსაჯულებაზე.
გამოცემა მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.