სამშენებლო კომპანია "მერიდიანის" ერთ-ერთი მფლობელი საკუთარ სახლში წუხელ გარდაცვლილი იპოვეს.
ათდღიანი ძებნის შემდეგ 43 წლის გია გურულის ახლობლებმა მისი ცხედარი აბაზანაში ნახეს.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური წუხელ გვიანობამდე მუშაობდა.
განიხილება რამდენიმე ვერსია.
ცხედარი წუხელვე პროზექტურაში გადაასვენეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მომხდარის დეტალებს გამოძიება ადგენს.