სამართალდამცველებმა ე. წ. "მაზების" აღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა კვიჟინაძეს, გიორგი გოდერძიშვილსა და ვასილ ლურსმანაშვილს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ბრალდებათ.
"აღნიშნული პირები ლიცენზიის გარეშე ახდენდნენ დიდი ოდენობით ფულადი თანხების ბრუნვას საფეხბურთო და სხვა სპორტული გუნდების თამაშების შედეგებზე ფსონების დადებით", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
გამოძიება 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" პუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 3დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.