გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, სასურსათო მაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დიმიტრი ცისკარიშვილმა განუცხადა, მძარცველებმა მაღაზიიდან ფულის და სხვადასხვა პროდუქტების წაღება გამყიდველზე დანის მუქარით შეძლეს.
„რა რაოდენობის თანხა წაიღეს მაღაზიიდან მძარცველებმა ჯერ-ჯერობით უცნობია" - აღნიშნა დიმიტრი ცისკარიშვილმა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც გურჯაანის პოლიცია იძიებს.