ყატარში დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს.
ყატარში საქართველოს ელჩის ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის განცხადებით, სამშობლოში მათი დეპორტაცია 3 დეკემბერს მოხდება. მისივე განმარტებით, დაკავებულები დოჰაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება მეოთხე ქართველს - ნესტორ უგულავას, ის ყატარში რჩება, რადგან მას ქვეყანაში ყოფნის უფლების დამადასტურებელი საბუთი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ეკატერინე მიქაძის განმარტებით, უგულავამ ყატარელი ბიზნესმენის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
"თავის მხრივ, ყატარელმა ბიზნესმენმაც შეიტანა სასამართლოში ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ სარჩელი. ის ყატარში მყოფ ქართველს თანხმების არამიზნობრივად ხარჯვას ედავება. საელჩოს საქართველოს მოქალაქის ადვოკატთან მჭიდრო კავშირი აქვს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ", - აცხადებს მიქაძე.
შეგახსენებთ, რომ "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ყატარელმა ბიზნესმენმა საქართველოს მოქალაქეებს საკონტაქტო პირობები არ შეუსრულა. სანაცვლოდ თანხები მათგან მოითხოვა. ზოგიერთი მათგანი იძულებული გახადა ქართველებისთვის გაურკვეველ საბუთებზე მოეწერათ ხელი. სამი მათგანი კი დააჭერინა.