მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები ზეპირ მოსმენაზე შეიკრიბნენ. 19 საქმის განხილვის შემდეგ, მათ ყველა განცხადება დააკმაყოფილეს და ვადაზე ადრე ცხრამეტივე მსჯავრდებული, მათ შორის 1 ქალი გაათავისუფლეს.
ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის ახალი პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.
5 წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.