მოსკოვის მილიციის ორმა თანამშრომელმა წუხელ ერთი საათის განმავლობაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. პირველმა თავი მოსკოვის მეტროპოლიტენის თანამშრომელმა, წესრიგის დაცვის სამმართველოს უფროსმა, მილიციის კაპიტანმა სერგეი შიფრინმა მოიკლა. მან სამსახურებრივი იარაღის მიღების შემდეგ ჭრილობა თავის არეში მიიყენა და ადგილზე გარდაიცვალა.
რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ასევე იუწყება, რომ მომხდარიდან ზუსტად ერთი საათის შემდგე თავის სამსახურებრივ კაბინეტში, ასევე თავის არეში საკუთარი ხელით, ტაბელური იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შემდეგ გარდაიცვალა მილიციის კაპიტანი გენადი გოლიკოვი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ორივე სამართალდამცავის თვითმკვლელობის მიზეზები დგინდება. ორივე მილიციონერი დადებითად ხასიათდება და მათ მიმართ არავითარ საყვედურს არავინ არ გამოთქვამს. რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მილიციელთა თვითმკვლელობის მიზეზებზე რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი მუშაობს.