უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული პირველი 100 დღის განმავლობაში, რუსეთმა წიაღისეული ენერგიის ექსპორტიდან 93 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ იტყობინება ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრი (CREA), რომელსაც ფინეთის დედაქალაქ ჰელსკინკიში უდევს ბინა.
ორგანიზაციამ 13 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში "პუტინის ომის დაფინანსება: წიაღისეული საწვავის იმპორტი რუსეთიდან შეჭრის პირველ 100 დღეში".
კვლევის თანახმად, რუსული გაზისა და ნავთობის უმსხვილეს მყიდველად ევროკავშირი რჩება. 24 თებერვლიდან 3 ივნისამდე, რუსეთიდან ექსპორტირებული საწვავის 61% ევროკავშირის ქვეყნებმა შეისყიდეს. ამ შესყიდვიდან რუსეთა 57 მილიარდი დოლარი მიიღო.
ამავდროულად, ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ჩინეთია ყველაზე მსხვილი იმპორტიორი, რომელმაც 12.6 მილიადი ევროს წიაღისეული საწვავი შეიძინა რუსეთისგან. მას მოსდევს გერმანიამ 12.1 მილიარდი ევროს ღირებულების შენაძენით, ხოლო იტალია - 7.8 მილიარდი ევროს შენაძენით.
რუსეთი თავის შემოსავლებს ძირითადად ნედლი ნავთობის გაყიდვიდან იღებს, რამაც 46 მილიარდი ევრო შეადგინა. მილსადენებით ექსპორტირებული გაზისგან რუსეთმა 24 მილიარი ევრო მიიღო, ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან - 13 მილიარდი ევრო, თხევადი გაზისგან - 5.1 მილიარდი ევრო, ხოლო ქვანახშირისდან - 4.8 მილიარდი ევრო.
"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ (როგორიცაა პოლონეთი, ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები) შეამცირეს იმპორტი ომის დაწყების შემდეგ, ზოგმა გაზარდა შესყიდვები - მათ შორისაა ჩინეთი, ინდოეთი და ევროკავშირის წევრი საფრანგეთი“, - წერს CREA-ს ანალიტიკოსი ლაური მილუვირტა.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესაძლებლობას, საფრანგეთმა გაზარდა იმპორტი და გახდა რუსული თხევადი აირის უმსხვილესი მყიდველი მსოფლიოში", - განაცხადა ფინელმა ექსპერტმა.
ექსპერტის განცხადებით, პარიზის განცხადებები მის ქმედებებს უნდა ემთხვეოდეს.
ივნისის დასაწყისში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე მოსკოვის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო. თუმცა სანქციები ჯერ არ ვრცელდება რუსულ გაზზე, რომელზეც ევროკავშირი დიდად არის დამოკიდებული.