შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე გელა ბაგალიშვილი დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბაგალიშვილი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული.
მომხდართან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციაში კომენტარს არ აკეთებენ. შს სამინისტროში განაცხადეს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციაც მოგვიანებით გაავრცელებენ.