გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებაში "თავს არ იდანაშაულებს".
კითხვაზე, შეეძლო თუ არა მას მეტის გაკეთება უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად, მერკელმა უპასუხა: "მე საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ. შეუძლებელი იყო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელსაც შეეძლო ამის თავიდან აცილება."
"შეიძლებოდა მეტის გაკეთება, რათა თავიდან აგვეცილებინა ასეთი ტრაგედია და მიმაჩნია ეს სიტუაცია ძალიან დიდ ტრაგედიად - შეიძლებოდა კი მისი თავიდან აცილება? და რა თქმა უნდა, მე მაინც ვუსვამ საკუთარ თავს ამ კითხვას", - თქვა მერკელმა.
ამასთან, ყოფილმა კანცლერმა უარყო გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის ბრალდება, რომ ის რუსეთის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკას ატარებდა.
"მე ასე არ ვფიქრობ. დიპლომატია, თუ ის წარუმატებელია, არ ნიშნავს, რომ არასწორია", - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ მინსკის შეთანხმებების გარეშე, მისი აზრით, უკრაინაში მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული იქნებოდა.
ამასთან, მერკელის თქმით, იგივეს იტყოდა მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როდესაც 2008 წელს მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას.
"ვფიქრობ, არ უნდა ვაღიარო, რომ შევცდი და ბოდიშს არ მოვიხდი ამ გადაწყვეტილების გამო", - თქვა მერკელმა.