დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინდმეწარმე გელა პატარაია, რომელიც ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს „ბრილიანტის" სავაჭრო ცენტრში ოქროს ნაკეთობებით ვაჭრობდა. გ. პატარაიამ ერთ-ერთ მოქალაქეს 13 500 ლარი ღირებულების ოქროს ბეჭდები, სამაჯურები, მედალიონები და საყურეები გადასცა და მყიდველი მოთხოვნის მიუხედავად, მას არ გამოუწერა შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი - სასაქონლო ზედნადები.
სამართალდამცველებმა გ. პატარაია უშუალოდ დანაშაულის ფაქტზე დააკავეს.
სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყებეული ზიანის ოდენობას ძიება დაადგენს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მესამე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.