როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულების მეგობარმა და ყატარელი ბიზნესმენის ალი ჰამადა აბდალი ჰამადა ალ საიდის მიერ დაზარალებულმა ნესტორ უგულავამ განუცხადა, დოჰაში ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ ჩავა ქუვეითში საქართველოს კონსული არჩილ ძულიაშვილი.
"მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ბატონი არჩილი და ქუვეითში საქართველოს საელჩო საქმეში აქტიურად ჩაერთო. თუმცა ჯერჯერობით საკმაოდ მწირი ინფორმაცია გამაჩნია. ადგილობრივი სამართალდამცავები, სავარაუდოდ, დაკავებულების დეპორტაციას განახორციელებენ, რაც ნამდვილად უკეთესია, ვიდრე მათი უკანონო პატიმრობაში ყოფნა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნესტორ უგულავამ.
რაც შეეხება ყატარელი ბიზნესმენის ალ საიდის მიერ ქართველების მოტყუებისა და საკონტრაქტო პირობების შეუსრულებლობას, უგულავა აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ქართველი დიპლომატები აქტივობისგან სავარაუდოდოდ თავს შეიკავებენ, რადგან ეს მათ უშუალო კომპეტენციას სცილდება.
"მეეჭვება, რომ ამ დავაში დიპლომატები ჩაერთონ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მათგან მორალური თანადგომა გვექნება. ამჟამად ერთადერთ პრობლემას ადვოკატის დასაქირავებელი თანხა წარმოადგენს. წინასწარი კონსულატაციების საფუძველზე ადგილობრივმა იურისტებმა განაცხადეს, რომ არსებული დოკუმენტაცია სრულ საფუძველს იძლევა, რათა ჩვენი კუთვნილი თანხები მივიღოთ", - აცხადებს უგულავა.
უგულავა იმედოვნებს, რომ საქმეში ქართველი დიპლომატების ჩართვა საქმის ობიექტურად წარმართვას შეუწყობს ხელს.
"პირველი ჩამოსვლისას ბატონი არჩილი თავად შეხვდა ალ საიდის. მას გარკვეული დოკუმენტებიც გამოართვა და, როგორც თავად აცხადებდა, ჩვენთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიაც მოსთხოვა. ისედაც გასაგებია, რომ იმ რაოდენობის თანხას, რაზედაც ალ საიდი საუბრობს, ხელიდან ხელში არავინ აძლევს. ბიზნესმენმა ქართველ დიპლომატს ვერავითარი დოკუმენტი ვერ წარუდგინა. ყველაფარი ჩვენს სასარგებლოდაა. მთავარია, რომ შევძლოთ ადვოკატის დაქირავება და სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს", - განაუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ყატარელმა ბიზნესმენმა საქართველოს მოქალაქეებს საკონტაქტო პირობები არ შეუსრულა. სანაცვლოდ თანხები მათგან მოითხოვა. ზოგიერთი მათგანი იძულებული გახადა ქართველებისთვის გაურკვეველ საბუთებზე მოეწერათ ხელი და სამი მათგანი დააჭერინა.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოს და საქართველოს კონსულს ქუვეითში არჩილ ძულიაშვილს აღნიშნულ საქმეში აქტიური ჩართვის გამო.
აქვე, კიდევ ერთხელ მივმართავთ უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, ვისაც შეუძლია დაიცვას საქართველოს მოქალაქეების უფლებები. ჩვენ შეგვიძლია მათ მივაწოდოთ საქმესთან დაკავშირებული ყველა სახის მასალა, რათა მოხერხდეს საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებების დაცვა.