"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" თბილისში, 28 იანვარს, ღამით მომხდარი აფეთქებების დეტალურ და მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს. "ასეთ აუცილებლობას ჩვენ ვხედავთ იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანად გამოირიცხოს ინციდენტების პოლიტიკური მოტივაცია" - ნათქვამია "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებაში.
გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდი თანაგრძნობას უცხადებს აფეთქების შედეგად დაღუპული ნინო გორდეზიანის ოჯახს.
ჯავახიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანდა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი და დაშავდა დაცვის თანამშრომელი. აფეთქება მოხდა მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონშიც.